First GARSH Congress

საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის (GARSH) პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის ორგანიზებით 2026 წლის 20 ივნისს თბილისში, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.

კონფერენციის თემას წარმოადგენს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის დარღვევების დიაგნოსტიკა და მათი მართვის თანამედროვე ტენდენციები.

ღონისძიება აერთიანებს დარგის წამყვან სპეციალისტებს, მათ შორის მეან-გინეკოლოგებს, რეპროდუქტოლოგებს, ენდოკრინოლოგებსა და სხვა მომიჯნავე სპეციალობის ექიმებს. კონფერენციის მიზანია თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო ცოდნის გაზიარება, პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერება და ინოვაციების ხელშეწყობა.

სამეცნიერო პროგრამა მოიცავს დარგის აქტუალურ და სადავო საკითხებს, რომლებიც განხილული იქნება სტრუქტურირებული დებატების, მიზნობრივი დისკუსიებისა და ინტერაქტიული სესიების ფორმატში.

თარიღი

20 ივნისი, 2026

ადგილი

Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace

აბსტრაქტების მიღება

იწყება 2026 წლის აპრილიდან

კონტაქტი

asanidzeelene@yahoo.com

კონფერენციის პროგრამა

9:00-10:00
მონაწილეთა რეგისტრაცია
10:00-10:15
კონგრესის გახსნა, მისალმება
1 სესია
მოდერატორები: პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილი, პროფ. არჩილ ხომასურიძე, პროფ. დავით მეტრეველი
10:15-10:30
პრობიოტიკები საშარდე გზების ინფექციის მკურნალობაში
არჩილ ჩხოტუა - მედიცინის დოქტორი, ლ. მანაგაძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი სამეცნიერო დარგში. საქართველოს უროლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი
10:30-10:40
ჰიპერჰომოცისტეინემიისა და MTHFR გენების პოლიმორფიზმის გავლენა რეპროდუქციულ გამოსავლებზე პაციენტებში პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომით
მანანა ურჯუმელაშვილი - მედიცინის დოქტორი, უნივერსიტეტი „გეომედი" - ასისტენტ პროფესორი, რმც „უნივერსი"
10:40-10:50
განსხვავებული სქესობრივი განვითარების დიფერენციალური დიაგნოსტიკა ქალური ფენოტიპისა და საშვილოსნოს არარსებობის მქონე პირებში
ანა ჯიბლაძე - თსუ-ს დოქტორანტი, რმც „უნივერსი", საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის დოქტორანტურის და რეზიდენტურის სტუდენტებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი
10:50-11:00
მიულერის ანომალიების დიაგნოსტიკის შესაძლებლობები ქალებში რეპროდუქციული დარღვევებით
ია ჩაფიძე - თსუ-ს დოქტორანტი, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი "უნივერსი"
11:00-11:10
პერიფერიული ნაადრევი სქესობრივი განვითარება საკვერცხის ცალმხრივი აგენეზიის ფონზე
თინათინ გორშკოვა - პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის რეზიდენტი
11:10-11:25
თანამედროვე მიდგომები ანდროგენიზაციის მკურნალობაში
პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი - მედიცინის დოქტორი, თსუ, რმც „უნივერსი". საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის მთავარი ექსპერტი
11:30-11:50 შესვენება - ყავა/ჩაი
2 სესია
მოდერატორები: პროფ. ელენე ასანიძე, პროფ. თამარ ალიბეგაშვილი, პროფ. მაია ჩხაიძე
11:50-12:00
საქართველოში ექიმების სამუშაო რეალობა და მისი გავლენა მენტალურ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე
ალექსანდრე ასანიძე - თსსუ, საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი
12:00-12:15
მიო-ინოზიტოლი - ინსულინრეზისტენტობის მართვის ახალი სტანდარტი: მეთფორმინიდან კომპლექსურ მიდგომამდე
შოთა ჯანჯღავა - მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კლინიკური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის" დირექტორის მოადგილე
12:15-12:30
მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენცია: ვაქცინაცია როგორც ჯანდაცვის გარანტი
პროფესორი მაია ჩხაიძე - მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახ. ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი. პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი
12:30-12:45
ადამიანი პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინაცია: კიბოს პრევენციის მთავარი სტრატეგია
თამარ ალიბეგაშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების თავმჯდომარე, ეროვნული სკრინინგ ცენტრის გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი. IFCPC-IARC -ის კოლპოსკოპიის კურსის ტრენერი
12:45-13:00
ესტროგენდეფიციტური მდგომარეობების მართვის თანამედროვე მიდგომები
პროფესორი ელენე ასანიძე - მედიცინის დოქტორი, თბილისის სამედიცინო აკადემია, საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი
13:00-13:15
ფერტილობის შენარჩუნება: თანამედროვე ტენდენციები და სტრატეგიული მიდგომები
ლუდმილა ბარბაქაძე - მედიცინის დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, კლინიკა ლიდერმედი, ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების ხელმძღვანელი
13:15-13:25
ჭარბი მენსტრუაციული სისხლდენა - კომპლექსური მართვა
პროფესორი მარიამ ხარაიშვილი - მედიცინის დოქტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, „ჯეო ჰოსპიტალი"
13:30-14:30 შესვენება/ლანჩი
3 სესია
მოდერატორები: პროფ. მაკა გეგეჭკორი, პროფ. ლუდმილა ბარბაქაძე, პროფ. შორენა ჭიოკაძე
14:30-14:45
რეპროდუქციული გენეტიკის პერსპექტივები: საქართველოს გამოცდილება და კლინიკური ინტეგრაციის გზები
მარიამ ჭიპაშვილი - მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, თსსუ, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
14:45-14:55
ადენომიოზის დიაგნოსტიკა: ტრანსვაგინური ულტრაბგერის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისა და ჰისტეროსკოპიის შედარებითი ანალიზი
ლელა თანდაშვილი - მედიცინის დოქტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი, ავერსის კლინიკა
14:55-15:10
ენდომეტრიოზის მკურნალობის გრძელვადიანი შესაძლებლობები ახალგაზრდა ასაკის ქალებში
პროფესორი მაკა გეგეჭკორი - მედიცინის დოქტორი, თსსუ - კლინიკური პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი
15:10-15:20
ქრონიკული ენდომეტრიტი - ძველი პრობლემის ახალი სახე. კავშირი რეპროდუქციულ დანაკარგებთან
მაია ჭიოკაძე - მედიცინის დოქტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ასისტენტ პროფესორი, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი "უნივერსი"
15:20-15:30
მენოპაუზის გენიტოურინარული სინდრომი
შორენა გოგოხია - ინვიტრო ლაიფი, ქართულ-ამერიკული კლინიკა მედიქალ ჰაუსი
15:30-15:40
პათოლოგიური სისხლდენები საშვილოსნოდან მაზარდ გოგონებში
მაკა ჯორბენაძე - მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟორდანიას მედიცინის ცენტრი
15:40-15:55
მამაკაცის ფაქტორი უნაყოფობაში და ორსულობის განმეორებით დანაკარგებში
თეიმურაზ გაგნიძე - მედიცინის დოქტორი, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი "უნივერსი" - გენერალური დირექტორი
16:00-16:20 შესვენება - ყავა/ჩაი
4 სესია
მოდერატორები: პროფ. თეიმურაზ გაგნიძე, პროფ. ლევან კობალაძე, პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილი
16:20-16:30
რეპროდუქციული პროგნოზის გაუმჯობესების პერსპექტივები აზოოსპერმიის მქონე უნაყოფო მამაკაცებში - კლინიკური შემთხვევის გარჩევა
სოფიო კვალიაშვილი - მედიცინის დოქტორი, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი, პინეოს სამედიცინო ეკოსისტემა, სამედიცინო ცენტრო ციტო
16:30-16:40
უცნობი ეტიოლოგიის უნაყოფობა: თანამედროვე წარმოდგენები შესაძლო მიზეზების შესახებ
ნანა ჯანელიძე-ყურაშვილი - თსუ-ს დოქტორანტი, ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაციის თანადამფუძნებელი, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის რეპრიდუქციული დეპარტამენტიის მიმართულების ხელმძღვანელი
16:40-16:50
კომბინირებული ქირურგიული და ჰორმონული მკურნალობის ეფექტურობა უნაყოფო პაციენტებში ღრმა ენდომეტრიოზით
დავით სხირტლაძე - მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, უნივ. "უნილეველი", კლინიკა კარაპს მედლაინი, სს "ვიან"
16:50-17:05
ქალი თუ მამაკაცი? სქესის იდენტიფიკაცია
ლევან კობალაძე - მედიცინის დოქტორი, სახ. მართვის მაგისტრი, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი "უნივერსი"
17:05–17:30
დისკუსია, კონფერენციის შეჯამება, დახურვა